ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
"პოპულის" მენეჯმენტმა ცვლილებები განახორციელა
22/12/2010


პრესრელიზი

22 დეკემბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო პირი:
ნათია კვაჭანტირაძე
898 15 60 65

"პოპულის" მენეჯმენტმა ცვლილებები განახორციელა

[PUBLICITY.GE] თბილისი,  22 დეკემბერი, 2010 წელი - 22 დეკემბერს პარტნიორებთან აქტიური მოლაპარაკებების შედეგად სავაჭრო ქსელის „პოპულის" გენერალურმა  დირექტორმა კომპანიის მენეჯმენტი აღმასრულებელ დირქეტორს არჩილ მელიქაძეს გადააბარა, რათა კონცენტრაცია მოახდინოს ახალი ბიზნესების განვითარებაზე.

„მინდა რომ პოპულის გუნდმა აქტიურად გააგრძელოს მუშაობა და გააუმჯობესოს ბრენდის წარმატება, ვფიქრობ მე ჩემი წვლილი შევიტანე კომპანიის განვითარებაში და დღეს "პოპული" არის იმ ეტაპზე, როდესაც ჩემი ჩართულობა კომპანიის  მართვაში აღარ არის აუცილებელი.  მე მაქვს  პროექტები, რომელთა განხორციელებაც აქტიურად დავიწყე"- აცხადებს ევგენი ფიჩხაია და წარმატებებს უსურვებს პოპულს მის მომავალ მოღვაწეობაში.

პოპულის სამეთვალყურეო საბჭო დიდ მადლობას უხდის მას გაწეული ღვაწლისათვის და წარმატებებს უსურვებს სამომავლო გეგმებში.

"ევგენი ფიჩხაიამ დააფუძნა საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი და წარმატებული საცალო ბიზნესი და არის პირევლი ვინც განავითარა ორგანიზებული ვაჭრობა საქართველოში. პოპულის სწრაფმა ზრდამ და კომპანიის სიძლიერემ განაპირობა უცხოერი ინვესტიციების მოზიდვა კომპანიაში, რაც მოსალოდნელია გაგრძელდეს მომავალშიც. ჩვენ მადლობას ვუხდით ევგენის ამ მიღწევებისთვის" - ელი ენოხი, სამეთვალყურეო საბჭო.

გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულია არჩილ მელიქაძე, იმ დრომდე, სანამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო არ მოძებნის გამოცდილ, საერთაშორისო პრაქტიკის მქონე პირს აღნიშნულ პოზიციაზე.

მენეჯმენტში ცვლილებები არ გამოიწვევს არავითარ  შეფერხებებს კომპანიის ოპერაციულ საქმიანობაში.

ამჟამინდელ მოვალეობის შემსრულებელს მხარს უჭერს გამოცდილი საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი ცვლილებების მენეჯმენტსა და მართვაში.

კომპანია აგრძელებს რებრენდინგის სტრატეგიას და თავისი მომხმარებლებისთვის ბევრი საინტერესო სიახლის შეთავაზებას გეგმავს.

წაკითხულია: 3082